ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
27 მაისი, 2014
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ფემინისტების დმაოუკიდებელი ჯგუფის ინიციატიცით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა, რომელიც ოჯახში ძალადობის პრევენციისაკენ იყო მიმართული.

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ კონკრეტული ნაბიჯების განხორციელებას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის მხრიდან.

,,აქციის მიზანი არის ის, რომ სახელმწიფოს და, პირველ რიგში, პოლიციას, რომელიც არის ოჯახში ძალადობის კანონის ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი, მოვთხოვოთ, რომ ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ქალებზე ძალადობის ფაქტებზე იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება გამოძახება ოჯახში ძალადობის ფაქტებზე და პოლიცია არ ახდენს რეაგირებას, ჩვენ ასევე მოვითხოვთ, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ისევე, როგორც მინისტრმა, გააკეთონ მკაცრი განმარტება და მითითება, რომ ამ ტიპის დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან არის აღიარებული, როგორც კრიმინალი, ვინაიდან, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" - განაცხადა ფემინისტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იდა ბახტურიძემ.

,,მოვითხოვთ, რომ პატრულმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ასეთ შემთხვევებს, უნდა მოხდეს შემაკავებელი ორდერების გაცემა, ვინაიდან ეს არის ქალების დაცვის ერთ-ერთი საშუალება" - აღნიშნა აქტივისტმა ალა პარუნოვამ.

,,აქციაში მონაწილეობას ვიღებ იმიტომ, რომ ძალიან მწვავე პრობლემა დგას ჩვენ წინაშე, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის მანძილზე, ეს არის ქალთა მიმართ ძალადობა. ამიტომ ჩვენ არ გავჩერდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ!" - განაცხადა აქციის მონაწილემ სოფიკო მირათაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინიტროსთან გამართულ აქციას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, ამიტომ ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა გადაწყვიტა, განცხადებისთვის პეტიციის სახე მიეცა და ერთი კვირის შემდეგ კვლავ შეკრებილიყვნენ აღნიშნულ ადგილზე.

,,ჩვენ გვინდოდა, რომ ვინმე გამოსულიყო და გაგვსაუბრებოდა შსს-დან, მაგრამ აბსოლუტურად არავინ არ შეგვეხმიანა, ამიტომ ჩვენს განცხადებას მივცემთ პეტიციის სახეს, ერთი კვირის განმავლობაში შევაგროვებთ ხელმოწერებს და ერთი კვირის შემდეგ ისევ მოვალთ, ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც გაფრთხილებულნი იქნებიან და ჩვენ კვლავ მოვითხოვთ მათთან შეხვედრას" - აღნიშნა აქციის შეწყვეტისას ბაია პატარაიამ.

ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფი არის არაფორმალური, არაიერარქიული და არარეგისტრირებული ინიციატივა, რომელიც ფემინისტური იდეოლოგიის გარშემო აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, ასაკის, სქესის, ორიენტაციისა და რელიგიური შეხედულების მქონე ადამიანებს საქართველოში.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary