საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი „თბილისის ბალკონი“
27 მაისი, 2014
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრისა და მასთან არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ–გერმანული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა რიგით მესამე საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი "თბილისის ბალკონი".

ფორუმის თემა იყო მეწარმეობა, მისი დაწყება და განვითარების პრობლემატიკა.

ფორუმის სტუმრები და ძირითადი მომხსენებლები იყვნენ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, "Teekampagne"-ს დამფუძნებელი გიუნტერ ფალტინი, გერმანიის ეროვნული და ევროკავშირის სამეცნიერო პრემიების ლაურეატი, სოციალური მეწარმეობის სააგენტოს ,,iq consult"–ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნორბერტ კუნცი, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ–გერმანული ინსტიტუტის თანადირექტორი ვოლფგანგ ვენგი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი მონიკა პრშიბიში.

დღესვე გაიმართა პროფესორ გიუნტერ ფალტინის წიგნის ,,გონება ამარცხებს კაპიტალს" ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.

28 მაისს ფორუმის ფარგლებში გაიმართება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის მონიკა პრშიბიშის საინფორმაციო ლექცია სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და დაინტერესებული პირებისთვის თემაზე - ,,გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წამახალისებელი პროგრამები გერმანიაში უმაღლესი განათლების მისაღებად".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary