,,გალაკტიონობა 2014“
27 მაისი, 2014
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტური თვითმმართველობის დახმარებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მთაწმინდის მთვარის" ორგანიზებით ,,გალაკტიონობა 2014" კასტინგი ჩატარდა, რომელსაც სამწევრიანი ჟიური უძღვებოდა: არჩილ აბესაძე, პოეტი ზვიად ნეფარიძე და რეჟისორი თამაზ გარსენიშვილი.

კასტინგში მონაწილეობდნენ დსავლეთ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, რომელთა შორისაც იყვნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები. ღონისძიება ორგანიზაციის დირექტორმა არჩილ აბესაძემ გახსნა გალაკტიონის ლექსით ,,ეფემერა". კონკურსის ერთ-ერთი მიზანი იყო გალაკტიონის ლექსით შთაგონებული ნახატის შერჩევა. გამოვლინდა 5 სასკოლო და 8 საუნივერსიტეტო ნომინაციის გამარჯვებული. სულ მონაწილეობდა 50 ახალგაზრდა. დასკვნითი ღონისძიება 31 გაიმართება ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში.

,,მე-6 წელია, რაც ამ ღონისძიებას ვხელმძღვანელობთ. ეს გალაკტიონის შემოქმედებას კიდევ უფრო ღრმას და დაუვიწყარს ხდის. ახალგაზრდები ჩამოდიან 7 ქალაქიდან. ტრასპორტირებას ორგანიზებას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობები. ორი ასაკობრივი ჯგუფი გამოვყავით. მომეწონა, მაგრამ იყო ხარვეზებიც. ძირითადად, ასაკისა და გამოცდილების გამო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მსგავს შედეგს არ ველოდი. ვფიქრობ, დღევანდელ თაობას გაცილებით მეტი შეუძლია, რის გამოვლინებაშიც მსგავსი ღონისძიებები დაეხმარებათ" - განაცხადა პოეტმა ზვიად ნეფარიძემ.

,,გატაცებული ვარ პოეზიით. აქამდე ვწერდი სამოყვარულო დონეზე, თუმცა, ვიმედოვნებ პროფესიული კუთხით მალე დავხვეწ ჩემს შემოქმედებას. დიდი სურვილი მაქვს, გავიმარჯვო ამ პროექტში, რაც კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება ჩემთვის" - აღნიშნა სტუდენტმა გიორგი კოპალეიშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary