„ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი ყოველ წელს ატარებს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდას, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლა ნიდერლანდებისა და ბელგიის უნივერსიტეტში გააგრძელონ“- განაცხადა ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის თანამშრომელმა ნინო ფხაკაძემ.
ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლის გიორგი გვალიას თქმით: „ილიას უნივერსიტეტს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს საელჩოსთან. 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალი გადამზადდა კვლევის მეთოდებში. ეს პროექტი წარმატებით გაგრძელდა და საინტერესო შედეგიც გვაქვს. ჩვენი მიზანია, სამომავლოდ ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო მრავალმხრივი და მრავალფეროვანი სახე მივცეთ“.