ნიდერლანდების სამეფოს ელჩი სასტიპენდიო პროგრამებზე
28 მაისი, 2014
ნიდერლანდების სამეფოს ელჩი სასტიპენდიო პროგრამებზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტს ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ჰანს ჰობახი ესტუმრა. ის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაესაუბრა. შეხვედრაზე ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის საქმიანობასა და სასტიპენდიო პროგრამებზე ისაუბრეს.

„ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი ყოველ წელს ატარებს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდას, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლა ნიდერლანდებისა და ბელგიის უნივერსიტეტში გააგრძელონ“- განაცხადა ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის თანამშრომელმა ნინო ფხაკაძემ.

ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლის გიორგი გვალიას თქმით: „ილიას უნივერსიტეტს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს საელჩოსთან. 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალი გადამზადდა კვლევის მეთოდებში. ეს პროექტი წარმატებით გაგრძელდა და საინტერესო შედეგიც გვაქვს. ჩვენი მიზანია, სამომავლოდ ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო მრავალმხრივი და მრავალფეროვანი სახე მივცეთ“.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary