სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში ახალგაზრდა მხატვრის ნინო ძიძიკაშვილის გამოფენა სახელწოდებით - "მოგზაურობა დროში" გაიხსნა.
"აქ წარმოდგენილია ჩემი სხვადასხვა პერიოდის ნამუშევარი, სწორედ ამიტომ მასალაცა და თემატიკაც მრავალფეროვანია. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ექსპოზიცია მოიცავს სხვადასხვა პერიოდს, გამოფენას ვუწოდე "მოგზაურობა დროში" - აღნიშნა ნინო ძიძიკაშვილმა.
გამოფენა სამხატვრო აკადემიის რექტორმა თინა კლდიაშვილმა გახსნა. მისი თქმით, საქართველოს კიდევ ერთი ნიჭიერი მხატვარი შეეძინა ნინოს სახით.
გამოფენაზე სულ ორმოცამდე ნამუშევარი იყო გამოტანილი.
"გამოფენა ძალიან მომეწონა, ის საკმაოდ მრავალფეროვანია, სიცოცხლით სავსე ფერები ჭარბობს, ბევრი სიახლეა შეტანილი და ვფიქრობ, რომ მართლაც მოგზაურობაა დროში" - თქვა ერთ- ერთმა დამთვალიერებელმა თათია მამუკიშვილმა.
გამოფენა ერთ კვირას გაგრძელდება.