პროექტ „ახალგაზრდა ლიდერების“ პერეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
29 მაისი, 2014
პროექტ „ახალგაზრდა ლიდერების“ პერეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიურმა ცენტრმა პროექტ "ახალგაზრდა ლიდერების" პრეზენტაცია გამართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროექტის ორგანიზატორებმა ისაუბრებს მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე იმ შესაძლებლობაზე, რომლებიც არჩეულ მონაწილეებს ექნებათ. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მონაწილეების შერჩევის საფეხურები და მუშაობის განრიგი. 

"ეს პროექტი გათვლილია აქტიურ ახალგაზრდებზე, რომლებსაც სურთ, განვითარონ პიროვნული უნარ-ჩვევები და ჩამოყალიბდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებად. შესარჩევი ტური იქნება სამ-ეტაპიანი, საბოლოოდ, უნდა შეირჩეს 100 ახალგაზრდა, რომლებიც მათთვის შედგენილი სასწავლო პროგრამის მიხედვით გაივლიან ტრენინგებს, ლექცია-სემინარებსა და ინგლისური ენის სასწავლო კურსს. პროექტის ფარგლებში მათ ასევე ექნებათ შეხვედრა სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელთან, პროექტის დასრულების შემდეგ კი წარმატებულ მონაწილეებს შეეძლებათ, გაიარონ სტაჟირება სამოქალაქო ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში" - აღნიშნა ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრის დირექტორმა გოგი ჩიქოვანმა.

პროექტის ხანგრძლივობა სამი თვეა. მონაწილეების მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 31 მაისია.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary