ლექცია ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით
29 მაისი, 2014
ლექცია ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
წიგნის მაღაზია ,,ლიგამუსში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე.

ლექციაზე მომხსენებლები იყვნენ შოთა უტიაშვილი და კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრი გიორგი გოცირიძე.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის გაეცნოთ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი, ასევე მისი აქტუალურობა და მნიშვნელობა საზოგადოებისთვის.

,,დღევანდელი შეხვედრა იყო საინტერესო, განსაკუთრებით შოთა უტიაშვილის მოწოდებული ინფორმაცია იმიტომ, რომ ძალიან პრაქტიკული გამოცდილება გაგვიზიარა. ასევე საინტერესო ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება, თუ როგორ შეიძლება პერსონალური ინფორმაცია იქნეს გასაჯაროვებული. როგორც დისკუსიიდან გამოიკვეთა, თავის დაცვის საშუალებები არ არსებობს, საჭიროა მეტი დისკუსია, მეტი ინფორმაციის მოპოვება, მეტი რეფლექსია ამ საკითხზე, რომ თანდათან ეს მექანიზმები სისტემატური ხასიათის გახდეს და უფრო დაიხვეწოს. ფაქტია, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს კანონი, ჯერჯერობით პასუხები არ არის" - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა თამარ ჩარკვიანმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტის მარიამ ინასარიძის თქმით, ,,ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრის თემა აქტუალურია ქართულ საზოგადოებაში. ბევრი ახალი ინფორმაცია გავიგე მოსმენების შესახებ. არცერთი ადამიანი არ არის დაზღვეული მოსმენებისგან, ამიტომ აუცილებელია, მიიღონ ისეთი კანონი შესაბამისმა სტრუქტურებმა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ადამიანთა დაცვას. კანონი უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების უფლებების დაცვას. საბოლოო ჯამში, საინტერესო შეხვედრა იყო".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary