საჯარო დებატების დასკვნითი ღონისძიება
30 მაისი, 2014
საჯარო დებატების დასკვნითი ღონისძიება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საჯარო დებატი გაიმართა თემაზე - ,,საქართველოში კარვის შექმნის იდეა გამართლებული იქნებოდა".

საჯარო დებატები იყო პროექტის ,,უსინათლოების ინტეგრაცია თანატოლებთან" დასკვნითი ღონისძიება. პროექტი ხორციელდებოდა ქართული უნივერსიტეტის, ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანისა" და ,,საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის" მხარდაჭერით.

საჯარო დებატები გაიმართა კარლ პოპერის სახელობის ღირებულებითი ფორმატით. მასში მონაწილეობდა ორი გუნდი, თითოეული შედგებოდა სამ-სამი წევრისგან.

ქართული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტის ანა ჯორჯიკიას თქმით, ,,მე ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს უფრო მეტი შეეძლო, მაგრამ ამის მიუხედავად, დებატის ფორმატი წარიმართა ძალიან კარგად და ამით კმაყოფილი ვარ".

,,მე პირადად ეს დებატები ძალიან დამეხმარა ჩემი რიტორიკის დახვეწაში, ასევე ინტეგრაციაში. ვინაიდან ამ დებატში მონაწილეობას ვიღებდით, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე სტუდენტები. გუნდები იყო შერეული პრინციპით შერჩეული და ეს ხელს უწყობს ერთმანეთთან დაახლოებას, ხოლო მაყურებელს ურღვევს სტერეოტიპებს" - განაცხადა მტკიცებითი გუნდის  გამომსვლელმა სტანისლავ ციბურსკიმ.

დასკვნით ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სტუმრები ქართული უნივერსიტეტიდან, ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანის" წარმომადგენლები, საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში პროექტის მონაწილე ახალგაზრდები დააჯილდოვეს სერტიფიკატებით.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary