ფესტივალი „მრავალ(ფ)ეროვანი საქართველო“
31 მაისი, 2014
         ფესტივალი „მრავალ(ფ)ეროვანი საქართველო“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში გაიმართა ფესტივალი "მრავალ(ფ)ეროვანი საქართველო", სადაც წარმოდგენილი იყო ფოტო- და ვიდეონამუშევრები ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე.

ლალი შენგელია ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომელმაც ამ თემაზე ვიდეო მოამზადა. ის ჩავიდა გარდაბანში და გაესაუბრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, კერძოდ კი - ასურელებს. მისი თქმით, ეს ადამიანები ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია.

ელენე ჩხეიძემ ჯგუფთან ერთად გადაიღო სცენარი, თუ როგორ ატარებენ საღამოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე სტუდენტებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს აწუხებთ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა მსგავს პროექტებში და დახმარების გაწევა მათთვის, რათა ადვილად მოახერხონ მათ საზოგადოებაში ინტეგრაცია.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა ივეტა გოგავამ განაცხადა: "ფესტივალს წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრა. ამ შეხვედრის მონაწილებმა მოამზადეს ფოტო- და ვიდეომასალა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. კონკურსანტების შეტყობინება მათ მასალაში უნდა ასახულიყო. საბოლოოდ, კონკურსს ეყოლება სამი გამარჯვებული. ერთ-ერთი მათგანი სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით გამოვლინდება, დარჩენილ ორს კი ჟიური აირჩევს".

ფესტივალი ჩატარდა პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის (CPSS) ორგანიზებით. პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით.

პროექტი "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary