,,ვინ იქნება შემდეგი?”
01 ივნისი, 2014
,,ვინ იქნება შემდეგი?” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თავისუფალმა უნივეერსიტეტმა ,,ექსპო ჯორჯიაში" გამართულ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე დაასახელა სამი ქართველი და სამი უცხოელი მწერალი.

გამოკითხვის შედეგად გამარჯვებული უცხოელი მწერლები უახლოეს მომავალში ესტუმრებიან საქართველოს და გამართავენ საჯარო ლექციას თავისუფალ უნივერსიტეტში.

თავისუფალი უნივერსიტეტი უკვე მეორედ იჩენს ინიციატივას საქართველოში უცხოელი მწერლების ჩამოყვანაზე. მისი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის თაოსნობით თბილისში ჩამოსული იყო ცნობილი თურქი მწერალი ორჰან ფამუქი.

,,თავისუფალმა უნივერსიტემა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან ერთად ჩამოიყვანა ორჰან ფამუქი, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მკითხველის მხრიდან, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა გამოკითხვა, სადაც მონაწილეობდნენ წიგნის ფესტივალზე მოსული ადამიანები, ჩვენ მათ ვუსვამდით შეკითხვას: თუ რომელ მწერალთან შეხვედრა სურდათ მომავალში, ვინ იყო მათი რჩეული? ჩვენ ოთხი დღის განმავლობაში ვატარებდით ამ გამოკითხვას და ვიწერდით მათ საკონტაქტო ინფორმაციას, რათა მათ მიერ არჩეული მწერლების ჩამოყვანის შემთხვევაში მოვიწვიოთ გამართულ ლექციაზე" - განაცხადა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა ეკა ეკრიაშვილმა.

,,ჩემი აზრით, ეს წამახალისებელი ნაბიჯი იყო ჩვენი უნივერსიტეტის მხრიდან, რადგან როცა ადამიანი კითხულობს წიგნს და შემდეგ შეუძლია, მწერალს პირისპირ შეხვდეს, გაესაუბროს, ჰკითხოს ამა თუ იმ დეტალების შესახებ, ეს მათთვის ძლიან საინტერესო იქნება და წიგნის კითხვას უფრო სხვა ელფერს შესძენს" - აღნიშნა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ კაკაბაძემ.

გამოკითხვაში მონაწილე პირები აღფრთოვანებით საუბრობდნენ მათ საყვარელ მწერლებზე და იმაზე, თუ რატომ სურდათ მათთან პირისპირ შეხვედრა.

,,დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჯეინ ოსტინს, ვინაიდან მისი წიგნი ,,სიამაყე და ცრურწმენა" წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ემოციებით აღსავსე და საინტერესოა" - აღნიშნა მარიამ ძიძიგურმა.

,,ჩემი საყვარელი მწერალია ჯორჯ მარტინი, რადგან მისმა წიგნმა ,,სატახტოთა თამაშმა" ძლიერი შდაბეჭდილება მოახდინა ჩემზე" - გვითხრა გამოკითხვაში მონაწილემ სანდრო შარაშენიძემ.

,,ჩემი რჩეულია მიშელ უელბეკი, მისი წიგნი ,,პლატფორმა" იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო, ის ზომიერად ეხება იმ თემებს, რომლებიც დღევანდელი მსოფლიოსთვის არის აქტუალური, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ამ ადამიანთან და ბედნიერი ვიქნები, თუ გვეწვევა საქართველოში" -აღნიშნა გამოკითხვაში მონაწილე ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

ღონისძიების ბოლოს თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ანი მილაშვილმა გამოკითხვის შედეგები აცნობა დამსწრეებს. ხმათა უმრავლესობით ქართველი მწერლები: აკა მორჩილაძე, გურამ დოჩანაშვილი და დათო ტურაშვილი გამართავენ საჯარო ლექციას, ხოლო უცხოელი მწერლები: სტივენ კინგი, ტაკაში მურაკამი და მიშელ უელბეკი უახლოეს მომავალში ესტუმრებიან საქართველოს.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary