ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაზელის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დოქტორი ქრისტიან კიორნერის ილიას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არჩევის ცერემონიალი შედგა.
მან დამსწრე საზოგადოებას მისი მეცნიერული კვლევების შესახებ მოახსენა.
როგორც ცნობილია, პროფესორის თბილისში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ექსპედიციები ყაზბეგში, კახეთსა და ბაკურიანში. მომზადდება ახალი სამეცნიერო პროექტი, რომელშიც უნივერსიტეტის მაaგისტრანტები და დოქტორანტები ჩაერთვებიან.