„კავკასიური ლიგის“ პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
02 ივნისი, 2014
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიცივატიო ჯგუფის ,,ინფორმაციის ძალა" მიწვევით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავკასიური ლიგის" პრეზენტაცია გაიმართა.


ორგანიზაციის იდეოლოგმა ბექა მარგიანმა აუდიტორიას ორგანიზაციის სტრუქტურა და მიზნები გააცნო. ასევე ისაუბრა განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე. მათი ერთ-ერთი იდეაა აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილიალის გახსნა. ორგანიზაცია 2013 წლის 23 მაისს დაფუძნდა. 

პრეზენტაციის შემდეგ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნოდარ თოთაძემ ისაუბრა თემაზე - ,,ასოცირების ხელშეკრულება და გეოპოლიტიკური ომი სამხრეთ კავკასიისათვის". მან ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველო და ევროკავშირი, თურქეთის საგარეო კურსი, აზერბაიჯანის პოლიტიკა, რუსეთი და ევრაზიული კავშირი და სხვა.

,,დღევანდელი თემა შევარჩიეთ გამომდინარე იქიდან, რომ აქტუალურია და შეიძლება ითქვას, გარკვეული ბუნდოვანება და გაურკვევლობა გამოიწვია საზოგადოებაში, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს სტუდენტობა შეადგენს. ჩვენი შეხვედრის მიზანი მათთვის ინფორმაციის მიწოდებაა" - განაცხადა ნოდარ თოთაძემ.

,,საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. დღეს ეს საკითხი მეტად აქტუალურია და სტუდენტობაც აქტიურად ვცდილობთ, ჩავერთოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში" - აღნიშნა სტუდენტმა თათია გოტიაშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary