საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "Tempus" -ის საწარმოებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ცენტრში გაიმართა სემინარი/ვებინარი: "პროექტების დაგეგმვის ინსტრუმენტები", რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ია მოსაშვილი.
სემინარზე განიხილეს შემდეგი საკითხები: მართვის სტრუქტურისათვის, პროექტის შინაარსის დაგეგმვისათვის, პროექტისათვის საჭირო რესურსების ხარჯთაღრიცხვისათვის, პროექტის ღირებულების დადგენისათვის, ხარისხის დაგეგმვისათვის, რისკების მართვისათვის, ადამიანური რესურსების მართვისათვის, კომუნიკაციისათვის.
რაც შეეხება სემინარის მიმდინარეობას, ძალიან საინატერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა სტუდენტებისათვის, გამორჩეული იყო პრაქტიკული მაგალითით, რომელიც სემინარის მიმდინარეობისას გულისხმობდა საპროექტო იდეისა და პროექტის დაგეგმვის ეტაპების განხილვას.
"დღეს უკვე მე-3 პრეზენტაციას ვესწრები "Tempus" -ის პროექტის მეშვეობით, რომელსაც უკვე ოთხი წელია ახორციელებენ. ჩემი აზრით, მსგავსი პარაქტიკული სემინარები ძალიან ავითარებს სტუდენტს, მის თვითშეგნებას და ეხმარება ახალგაზრდებს უნივერსიტეტის გარეთაც შეძლონ თავის დამკვირდება" - განაცხადა ინფორმატიკისა და მართვის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა სალომე მუხაშავრიამ.
რაც შეეხება ორგანიზატორის განცხადებას, მიხეილ ქანთარიამ აღნიშნა: "Tempus"-ის ფარგლებში ეს უკვე მე-4 სემინარია, რომელიც ძალიან სჭირდებათ სტუდენტებს. ზოგადად, "Tempus"-ის საწარმოებისა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ცენტრი ყოველთვის ცდილობს, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ისე სხვა უნივერსიტეტის ახალგაზრდები დააინტერესოს მსგავსი პრაქტიკული შეხვედრით, ეს ხორციელდება ბიზნესსაინფორმაციო კათედრის მიერ, თუმცა, აქამდე დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, ბაზაზე უკვე გაკეთდა რადიო, რომლითაც ნებისმიერ სტუდენტს აქვს საშულება ისარგებლოს, ასევე გვაქვას საკუთარი ვებგვერდი, სადაც ავტომატუად განვათავსებთ ხოლმე აღნიშნულ სემინარებს".