მარიხუანას დეკრიმინალიზაცია
02 ივნისი, 2014
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მთავრობის კანცელარიის წინ აქცია გაიმართა მარიახუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით.

აქციის ორგანიზატორი იყო თანამოაზრეთა გაერთიანება "დეკრიმინალიზაციის მოძრაობა 2 ივნისი". მისი ერთ-ერთი წევრის ლექსო მაჭავარიანის თქმით, ისინი უკვე 4 წელია ცდილობენ, მიაღწიონ ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციას, თუმცა, უშედეგოდ, უკვე მეორე წელია, რაც ასეთ მასშტაბურ აქციას მართავენ და მოითხოვენ ნარკოკანონმდებლობის შეცვლასა და სასჯელის შემსუბუქებას.

აქციაზე თავი მოიყარეს ქართველმა მწერლებმა, მსახიობებმა, მომღერლებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას. 

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მოვითხოვოთ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, ზოგადად, უკანონო ნარკოპოლიტიკის გადახედვა, ვინაიდან ჩვენ მივიჩნევთ, რომ სასჯელი არის არაადეკვატური. იმისათვის, რომ მოხდეს რეალური ნარკოპოლიტიკის შემუშავება, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგას პირველი ნაბიჯი, ამის შემდეგ უკვე შეიძლება საუბარი კონკრეტულ რეგულაციებზე, ჩვენი მიზანი არის ამ სადისკუსიო სივრცის გახსნა დღევანდელი აქციით" - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მწერალმა ტორესა მუსმა. 

"პრობლემები ერთჯერადი აქტიურობით არ წყდება, ამიტომ, თუ საზოგადოებას გაუჩნდება იგივე პროტესტი, რაც ჩვენ, მაშინ პრობლემა აუცილებლად მოგვარდება და პროტესტი ეფუძნება კანონის არაადეკვატურ სიმკაცრეს, მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის მარიხუანას მოხმარება-შენახვაზე და სასჯელი არის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, პროტესტის მეტი საფუძველი რა არის არ ვიცი. ჩვენ გვინდა, ვცხოვრობდეთ სწორ, დემოკრატიულ, თავისუფალი ხალხით სავსე ქვეყანაში, ეს არის დღევანდელი აქციის მიზანი" - აღნიშნა ნიკა ქავთარაძემ. 

აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ასევე გაიმართა ქუთაისში, ბათუმში, სამტრედიაში, ბოლნისში, ბაღდადთში, ბერლინში, ნიუ-იორკსა და შვედეთის ქალაქ კინაში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary