მომავალ წელს ილიაუნიში ჩინური ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება
03 ივნისი, 2014
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს იუე ბინს უმასპინძლა, რომელმაც საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - "ქართულ-ჩინური ურთიერთობების საკითხი, ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ჩინეთის კულტურა".

იუე ბინის განცხადებით, მომდევნო სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება ჩინური ენის შემსწავლელი კურსების გახსნა, რომელსაც რექტორი გიგა ზედანია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აქტიურად უჭერენ მხარს.

ელჩი ჩინური ენის არჩევის შემთხვევაში სტუდენტებს ჰპირდება სტიპენდიებს, რომლის მეშვეობით წარჩინებულ ახალგაზრდებს დაუფინანსებენ ჩინეთში სწავლას. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ჩინურ კულტურასა და მის ისტორიას.

იუე ბინი შეეხო ქართულ-ჩინური ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის საკითხებსაც: "ვინაიდან არავითარი კონფლიქტი არ არსებობს საქართველოსა და ჩინეთს შორის, უფრო დიდი შანსია ჩინური ენის შესწავლისა და წარმატებული კარიერის შექმნისა".

მისი თქმით, დასაქმების კუთხით ბაზარზე მოთხოვნაა ქართველ სტუდენტებზე, ვინც ფლობს ჩინურ ენას, სამწუხაროდ, უმეტესობა ან საელჩოში მუშაობს, ან ჩინეთშია წასული.
ჩინურ ენას საქართველოში უკვე 500 სტუდენტი ეუფლება მოხალისე ლექტორების დახმარებით, რომლებიც ჩინეთის საელჩოს ჩამოჰყავს საქართველოში.

ელჩმა ისაუბრა, როგორც ქართულ ენის სპეციფიკაზე, ასევე ჩინური ენის სირთულეზეც. მან ხაზი გაუსვა, რომ ქართული ენის შესწავლა შედარებით ძნელია. 

ჩინური ენის შესწავლა ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოს ტურიზმის განვითარებასაც.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ბერდია ბერიძის თქმით, მას მოეწონა იუე ბინის ლექცია, განსაკუთრებით მისთვის საინტერესო იყო ტურიზმის სფერო: "ჩინეთი განვითარებული ქვეყანაა, 10 წლის შემდეგ დიდი ალბათობაა, ჩინური ენის მოთხოვნა გაიზარდოს ბაზარზე. მოხსენება იმდენად საინტერესო და დამაჯერებელი იყო, რომ შესაძლოა, დავიწყო ჩინური ენის შესწავლა".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary