თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
03 ივნისი, 2014
თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
რიგით მე-8 თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ოფიციალურად 3 ივნისს გაიხსნა.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს 23 ქვეყნის კინოსკოლა: ფინეთი, გერმანია, ბელგია, ისრაელი, დანია, ბრიტანეთი, კოლუმბია, უკრაინა, რუსეთი, მაროკო, ჩეხეთი, ფილიპინები, სლოვაკეთი, ავსტრია, თურქეთი, ესპანეთი, ინდოეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ბრაზილია, ვიეტნამი, საბერძნეთი და საქართველო.

რაც შეეხება ჟიურის წევრებს, ფესტივალის საერთაშორისო ჟიური დაკომპლექტდა სხვადასხვა კინოსკოლის წარმომადგენლებით: დირკ ჰოიერი, ბერტ ბეიენსი, ზუზანა გინდლ-ტატაროვა, რომან შირმანი, შაჰარ როზენი.

ფესტივალს ესწრებოდა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით საინტერესო იქნება და ამავდროულად რთულიც, ვინაიდან საუკეთესოს გამოვლენა ჟიურის ძალიან გაუჭირდება.
,,ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ქვეყნის წარმომადგენელი ხვდება ერთმანეთს და ეს საწინდარია ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობისა, კულტურის სამინისტრო მზად არის, რომ კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ ფესტივალი, რათა კიდევ უფრო გავმრავალფეროვნდეთ" - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ კი მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს იმისათვის, რომ ,,ამირანი" კვლავ ტარდება, ხოლო მონაწილეებს წარმატება უსურვა.
,,დიდი მადლობა სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფესტივალში. ყველას გისურვებთ წარმატებასა და თქვენს ცხოვრებაში დიდ და საინტერესო კინოგზას" - მიმართა დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის დირექტორმა დავით ჯანელიძემ.

კინოფესტივალის ქართველმა მონაწილემ გურამ ბაქრაძემ ისაუბრა, თუ რას ნიშნავს მისთვის და მთელი მისი გუნდისთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა: "პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობა ჩემთვის და მთელი ჩემი გუნდისთვის იმ დიდი შრომის დაფასებაა, რომელიც ჩვენ გავწიეთ, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი კონკურსი იქნება, რადგან ძალიან კარგი ფილმებია წარმოდგენილი".
ფესტივალზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ 2013 წლის გრან პრის მფლობელი ფილმი ,,გზაგასაყარი" (რეჟისორი ზურაბ დემეტრეშვილი).

კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება 7 ივნისს და ჟიურის წევრების ინფორმაციით, გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმი და დასახელდება ფესტივალის გრან პრის მფლობელი. ასევე, გაიცემა სპეციალური სერტიფიკატები იმ სპეციალობების მიხედვით, რასაც სტუდენტები ეუფლებიან მსოფლიოს კინოსკოლებში: რეჟისურა, ხმა, მონტაჟი და ოპერატორის ნამუშევარი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary