ახალი ინიციატივა „მწვანე ბიბლიოთეკა”
03 ივნისი, 2014
ახალი ინიციატივა „მწვანე ბიბლიოთეკა” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სტუდენტურმა მოძრაობამ "მწვანე მუშტმა" თსუ-ს ეზოში ახალი ინიციატივის "მწვანე ბიბლიოთეკა" განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანია, შეიქმნას თავისუფალი სივრცე კულტურული და საგანმანათლებლო განვითარებისთვის.

პროექტის ფარგლებში 3-დან 5 ივნისის ჩათვლით შეგროვდება წიგნები რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ნებისმიერ მსურველს ამ დღეების განმავლობაში შეეძლება ლიტერატურის მიწოდება სტუდენტური გაერთიანების წევრებისთვის. სასურველია, შეგროვდეს წიგნების დიდი რაოდენობა, რადგან, როგორც ცნობილია, სოფლების უმეტესობას საერთოდ არ აქვს ბიბლიოთეკები და მოზარდები ვერ ახერხებენ, გაეცნონ მეცნიერებისა და ხელოვნების სიახლეებს.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ირაკლი ავქოფაშვილის თქმით: "ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გავარკვიეთ, რომ ახალ ხაიშში საკმაო დეფიციტია წიგნებისა და ჩვენი შეგროვებული მასალით გვსურს, დავეხმაროთ ამ სოფლის ბიბლიოთეკას, რადგან იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, მნიშვნელოვანია წიგნებთან ურთიერთობა. ჩვენს პროექტს ჰქვია "მწვანე ბიბლიოთეკა", ეს ერთჯერადი არ იქნება და გავაგრძელებთ შეგროვებას სხვა რეგიონებისთვისაც. შეგროვებული წიგნების ნაწილის კაზრეთის ბიბლიოთეკისთვის გადაცემასაც ვგეგმავთ".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary