სინდისის კულტურა და პედაგოგიკა - აღნიშნულ თემაზე სამხატვრო აკადემიაში ლექცია წაიკითხა ანდრო დგებუაძემ.
ლექციის მიზანს წარმოადგენდა იმ თეორიების განხილვა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი პოულობს სინდისს, აღვიძებს ან ეძებს მას.
ლექცია მკაფიოდ პასუხობდა იმ პრობლემატურ საკითხებს რაც აკადემიაშია. რაც შეეხება, ზოგადად, სალექციო კურსის დაწყებას, ერთ-ერთი ორგანიზატორის ნატალია ნებიერიძის განცხადებით: "სალექციო კურსი და მსგავსი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი შეტყობინებაა ჩვენი მხრიდან აკადემიის ლექტორების მიმართ, ეს ყველაფერი კი დაიწყო იქიდან, რომ აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტებს გაუჩნდათ პროტესტის გრძნობა არსებული მდგომარების შესახებ, გაუჩნდათ წინააღმდეგობა და დაპირისპირება იმ ძველი სტილის მიმართ, რა სტილითაც ადრე ისწავლებოდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, ჩემი მშობლებისდროინდელ სტილით ვსწავლობთ, ეს დაუშვებელია, ჩვენი დიდი სურვილია, ამ ლექციებს დაესწრნონ ლექტორებიც, ამას ყველა განცხადებაში აღვნიშნავთ, თუმცა, მე პირადად წელს ვამთავრებ აკადემიას, მაგრამ თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, აუცილებლად გვერდით დავუდგები სტუდენტებს".
იმავე განცხადებებით შემოიფარგლენ სტუდენტები, რომლებიც ლექციას ესწრებოდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში, გიორგი ნიშნიაძის თქმით: "მე მგონია, რომ შედეგს ნაწილობრივ უკვე მივაღწიეთ, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ სტუდენტების რაღაც რაოდენობა მაინც "გამოვაღვიძეთ". ლექციები მომავალ კვირასაც გაიმართება. დიდი იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი სტუდენტი და ასევე ლექტორიც გამოიჩენს ინიციატივას და დაესწრება ლექციებს, ნებიმიერ შემთხევევაში, ორივე მხარეა საჭირო პრობლემის გადასაჭრელად".