საქართველოს ,,ახალგაზრდა წარმატებული ლიდერი“ გამოვლინდა
05 ივნისი, 2014
საქართველოს ,,ახალგაზრდა წარმატებული ლიდერი“ გამოვლინდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ" საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც 2 კვირას გაგრძელდა.

კვლევაში მონაწილეობა 4231-მა სტუდენტმა მიიღო და გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, სტუდენტთა აზრით, ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ლიდერი ოთარ აბესაძე (განათლების მინისტრის მრჩეველი), დასახელდა ასევე მეორე და მესამე ადგილის მფლობელები: კახა კოჟორიძე (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე) და მელორ ვაჩნაძე (უფლებადამცველი).

,,საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ" გადავწყვიტეთ, გაგვეცა კითხვაზე პასუხი: თუ ვინ იყო სტუდენტებისთვის ყველაზე ახალგაზრდა წარმატებული ახალგაზრდა ლიდერი. სწორედ ამიტომ შევქმენით კომისია, რომელმაც შექმნა სპეციალური კითხვარი. ეს კითხვარი გადაიგზავნა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტში" - განაცხადა "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის" პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

გამოკითხვაში სულ 11 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.
,,მოგეხსენებათ, ეს პროექტი დაიწყო 2 კვირის წინ, შევარჩიეთ 11 კონკურსანტი. რაც შეეხება კითხვარს, ეს შედგებოდა სულ 5 შეკითხვისგან, ძირითადი შეკითხვა გულისხმობდა გაგვეგო, თუ რომელი ლიდერის შეხედულება იყო მათთვის (სტუდენტებისთვის) უფრო მისაღები, ხოლო დანარჩენი შეკითხვები ეხებოდა იმას, თუ რა შეცვალა ამა თუ იმ ლიდერის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებამ მათ ცხოვრებაში" - აღნიშნა "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის" საზოგადოებასთან ურთიერთობების წარმომადგენელმა სალომე გიორგაძემ.

გამოკითხვის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ოთარ აბესაძე - 52,48%; კახა კოჟორიძე - 15,37%; მელორ ვაჩნაძე - 11,68%. მათ ღონისძიების დასასრულს გადაეცათ სპეციალური სიგელები.
,,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, არ მოველოდი, თუ დამასახელებდნენ ერთ-ერთ კანდიდატად, მიხარია, რომ დღეს არსებობენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც მუდმავად იჩენენ რაღაც ახლის შექმნის ინიცაიტივას" - გვითხრა მელორ ვაჩნაძემ.

ახალგაზრდა წარმატებულმა ლიდერმა ოთარ აბესაძემ მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary