აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობისა და საინიცივატიო ჯგუფის (ბესო კანთელაძე, სალომე კუხიანიძე) ორგანიზებით 20 წლის თამარ გავაშელაშვილის მხარდასაჭერი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
მასში მონაწილეობდნენ მომღერალი ანა რაზმაძე, მუსიკოსი დავით შარვაშიძე, უნივერსიტეტის ანსამბლი ,,ადილა", კონსერვატორიის სტუდენტი ბაქარ ღიბრაძე და უნივერსიტეტის ,,მხიარულთა და საზრიანთა" გუნდები. სამოქალაქო თავდადებისათვის მედალოსანი თამარ გავაშელაშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, მის შემოსავალს მხოლოდ საპენსიო დახმარება შეადგენს. მას ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება საზღვარგარეთ.
"შემოთავაზების შემთხვევაში ხშირად ვმონაწილეობ საქველმოქმედო ღონისძიებებში. დღეს შევასრულე ორი სიმღერა მაიკლ ჯექსონის "Smooth Criminal" და კინოფილმიდან "Secret Garden" - განაცხადა ქუთაისის უმაღლესი სამუსიკო კოლეჯის სტუდენტმა ბაქარ ღიბრაძემ.
"აწსუ-ს სტუდეტური თვითმმართველობა ხშირად აწყობს მსგავს ღონისძიებებს. დღეს ვეხმარებით ახალგაზრდა თამარ გავაშელაშვილს. იმედია, ჩვენ მიერ გაღებული თანხა გარკვეულწილად დაეხმარება ოპერაციის დაფინანსებაში და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით კიდევ ერთ კეთილ საქმეს გავაკეთებთ" - აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა სალომე კუხიანიძემ.