პირველი სტუდენტური დებატები გლობალიზაციის პროცესის შესახებ
05 ივნისი, 2014
პირველი სტუდენტური დებატები გლობალიზაციის პროცესის შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველი სტუდენტური დებატები გაიმართა გლობალიზაციის შეუქცევად პროცესზე. საკითხი განიხილეს, როგორც დადებით, ისე უარყოფით ასპექტებში.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მომხსენებლების (ბესიკ ჩუბინიძის, დიმიტრი შაინიძის, ლაშა კაანთელაშვილის, დავით გელაშვილის, ვახო თორიას, ლაშა ცხაკაიას) მიმართ შეკითხვები დაესვათ და აღნიშნული თემა უფრო ღრმად და კონკრეტულად გაეაზრებინათ. 

,,ეს არის პირველი სტუდენტური დებატები აღნიშნულ თემაზე, რომელიც დღესდღეობით არის შეუქცევადი პროცესი მსოფლიოს მასშტაბით. დებატების მიზანი იყო, დამსწრე საზოგადოებას გაეგო გლობალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რადგან არ არსებობს ისეთი ცნება, რომელსაც აქვს მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი მხარეები. ვფიქრობთ, დღევანდელმა დღემ გამოიღო შედეგი და მივაღწიეთ მიზანს" – განაცხადა მომხსენებელმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კურსის სტუდენტმა ბესიკ ჩუბინიძემ.

დებატებს ესწრებოდა პოლიტოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხეელმძღვანელი თამარ კიკნაძე. ,,დადებითად ვაფასებ დღევანდელ დებატებს. ის, რომ იმიტირება მოხდა ამ დებატებისა სტუდენტების მხრიდან, არის ძალიან კარგი ფაქტი. მივესალმები, რომ ჩვენი სტუდენტებისთვის სულერთი არ არის საქართველოში მიმდინარე მოვლენები და დაინტერესებულნი არიან ამ საკითხით. გამაკვირვა იმან, რომ ეს ახალგაზრდები არიან პირველკურსელები, მიუხედავად ამისა, საკითხი იცოდნენ სიღრმისეულად და არგუმენტებიც საკმაოდ მყარი ჰქონდათ" - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.

დებატების დროს დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგა ორი ჯგუფი. გლობალისტები და ანტიგლობალისტები. თითოეულ მათგანს ჰქონდათ თავის მოსაზრება გამყარებული არგუმენტებით, თუ რატომ იყო კარგი ან ცუდი გლობალიზაცია და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას.

აუდიტორიაც ჩაერთო დებატებში, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,კმაყოფილი ვარ დღევანდელი დებატებით. თუ ვინმე იყო ისეთი ჩვენს აუდიტორიაში, ვინც არ იცოდა გლობალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ, მოხსენებლების გამოსვლის შემდეგ აუცილებლად ჩამოუყალიბდებოდათ მკაფიო შეხედულებები ამ თემის ირგვლივ" – გვითხრა საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტმა ნინო იობაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary