თ. ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
05 ივნისი, 2014
   თ. ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამოჩენილი ქართველი პიანისტის, პედაგოგის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის თ. ამირეჯიბის მუსიკალური ფესტივალი გაიმართა.

საზეიმო გახსნა საქართველოს ეროვნულ არქივში არსებული ვიდეოკადრებით დაიწყო, რომელშიც თენგიზ ამირეჯიბი მუსიკალურ ნაწარმოებებს ასრულებდა.

მაყურებლის წინაშე სიტყვით წარდგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი თამარ ლიჩელი, რომელიც ასევე თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია: "ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბატონი გიზი აღარ არის და ის სიყვარული და აღფრთოვანება, რომელიც ყველა ჩვენგანს ჰქონდა მის მიმართ, კი არ გაფერმკრთალდა, არამედ უფრო გაღრმავდა და სხვა ელფერი შეიძინა".

სტუმრად იყო მიწვეული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია: "შესანიშნავი დღეა. მე იშვიათად შევხვედრილვარ ასეთ მომხიბვლელ ადამიანს, შესანიშნავ ადამიანს და დიდებულ პიანისტს, მუსიკოსს. მასზე ძალიან ბევრი ითქვა და ითქმება, თუნდაც მისი სახელობის ფესტივალი რომ არსებობს, ეს უკვე საამაყოა".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary