საყდრისის ეროვნული კომიტეტის წევრები საყდრისის დაცვის თაობაზე ხელმოწერებს აგროვებენ
05 ივნისი, 2014
საყდრისის ეროვნული კომიტეტის წევრები საყდრისის დაცვის თაობაზე ხელმოწერებს აგროვებენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საყდრისის ეროვნული კომიტეტი აქტიურად განაგრძობს კულტურული ძეგლის, საყდრისის, დაცვას.

კომიტეტის წევრები საპროტესტო მსვლელობით განაგრძობენ თავიანთი დამოკიდებულებისა და აზრის გამოხატვას. მათი მოთხოვნა ისევ ძალაშია, დღეს კი მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. 

ღონისძიების დაწყებამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსსა და საყდრისის დაცვის კომიტეტის რამდენიმე ორგანიზატორს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართა. ორგანიზატორების შეფასებით, მნიშვნელოვანი ახალი არაფერი მომხდარა.

"საუბრით ყოველთვის გვეხმარებიან, თუმცა, ჩვენთვის საქმეა მთავარი. დაგვპირდნენ, რომ უფროსს მიაწოდებენ ინფორმაციას და შემდეგ იმოქმედებენ. სიმართლე გითხრათ, აქ ახალი არაფერი ყოფილა, მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე ორი თვეა მიმდინარეობს, შედეგს თქვენც ხედავთ..." - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკა სოხაძემ. 

რაც შეეხება თავად აქციის მონაწილეებს, ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ სამინისტრომ და ამ შემთხვევაში ეროვნული დაცვის სააგენტომ ნაცვლად ნგრევისა, უნდა აღადგინოს და დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. 

"ამ დროისათვის თბილისსა და არა მარტო თბილისში მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება საყდრისის დაცვის თაობაზე. მინდა, გითხრათ რომ ეს პროცესი თბილისში ახალი დაწყებულია და უკვე 2000-მდე ხელმოწერა გვაქვს, რაც შეეხება უცხოეთს, საბერძნეთიდან ქართულმა დიასპორამ 1400 ხელმოწერა შეაგროვა. ვფიქრობ, რომ ნამდვილად ყურადსაღებია ხალხის ნება და სწორად მოქმედება საჭაირო" - აღნიშნა აქციის მონაწილემ ჯაბა ჩხეტიანმა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary