„დიალოგი მომავალ თაობასთან“ დაიწყო
06 ივნისი, 2014
„დიალოგი მომავალ თაობასთან“ დაიწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"დავითიანნში" პროექტ "დიალოგი მომავალ თაობასთან" დაიწყო, რომლის მიზანია ცნობილი ადამიანების გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისათვის. პროექტი გულისხმობს ცნობილი ადამიანების მიწვევას ორგანიზაციაში. პროექტის პირველი სტუმარი იყო ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.

პროექტის ორგანიზატორის დავით ყურაშვილის თქმით: "ჩემი აზრით, ეს პროექტი მალე წარმატებასა და პოპულარობას მოიპოვებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გამოცდილებას გაუზიარებენ ახალგაზრდებს, რომელთაც საშუალება ექნებათ, შეხვედრის დროს დასვან ნებისმიერი კითხვა მათთვის საინტერესო  საკითხზე. პროექტი აგვისტომდე გაგრძელდება, ვგეგმავთ საინტერესო ადამიანების მოწვევას".

"დღევანდელი შეხვედრა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ახალგაზრდებს ნამდვილად სჭირდებათ მსგავსი შეხვედრის მოწყობა ცნობილ ადამიანებთან, მგონია, რომ ძალიან დიდ გამოცდილებას შევიძენთ, კარგი იქნება, თუ შემდეგში ბიძინა ივანიშვილი მობრძანდება, ეს ჩემი სუბიექტური აზრია" - აღნიშნა ერთ-ერთმა დამსწრე სტუდენტმა ვიკა ფილფანმა. 

როგორც ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ აღნიშნა: "დღეს ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, მიხარია, თუ ახალგაზრდებისათვის საინტერესოა პირადი პროფესიონალიზმის გაზიარება".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary