ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის "ახალი განმანათლებლობა" ფარგლებში პროფესორმა გია ნოდიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - "რა არის სამოქალაქო საზოგადოება?"
მომხსენებელმა ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების როლზე ქვეყნისთვის. მან არაერთი მაგალითი მოიყვანა ქართული კულტურიდან.
"ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ეკლესიის სიტყვა უნდა იყოს კანონი, ვთქვათ, პრეზიდენტისთვის ან პარლამენტისთვის. ეს შეხედულება, რომ ეკლესიის სიტყვა უნდა იყოს ყველასათვის სავალდებულო, შეუძლებელს ხდის პლურალისტული სამოქალაქო სივრცის არსებობას. სამოქალაქო საზოგადოების მთავარი ღირებულება არის სწორედ პლურალიზმი, როდესაც სხვადასხვა აზრი ეჯახება ერთმანეთს და, საბოლოოდ, მშვიდობინი ფორმით თანაარსებობს; აქედან რომელიღაც აზრი იმარჯვებს, რომელიღაც - არა. თუკი ეკლესიის მომხრეებს ექნებათ იმის იმედი, რომ, ვთქვათ, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს შეიძლება, თავში რაღაც ჩაარტყან და ამისთვის არავინ მოსთხოვს პასუხს, ეს ცხადია, ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოების მთავარ პრიციპებს" - განაცხადა გია ნოდიამ.