თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ "ევროკავშირი და საქართველოს" პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
პროექტის თემა იყო "ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა".
აპლიკაციისა და გასაუბრების შედეგად შეირჩა 20 სტუდენტი, რომლებმაც წარადგინეს საკუთარი ნაშრომები.
"გასაუბრების შედეგად შევარჩიეთ ახალგაზრდები. ძალიან ბევრს ჰქონდა სურვილი, მიეღო ამ პროექტში მონაწილეობა, თუმცა, ეს მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ მრავალი პროექტი და ღონისძიება გვაქვს ჩატარებული ღია უნივერსიტეტში. მოხარული ვიქნები, რომ ასეთივე პროექტები თსუ-შიც განვახორციელო" - განაცხადა ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ.
პირველი პრეზენტაცია წარადგინა სოციოლოგიის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა თამთა ლონდოლაძემ, რომელმაც სოციალურ დეფინიციასა და სოციალური დაცვის მოდელებზე ისაუბრა, ასევე - დასაქმებასა და უმუშევრობაზე.
პროექტის მონაწილეები იყვნენ: ლიკა ჯანყარაშვილი, თინათინ ყურიშვილი, ნიკა შეყილაძე, მარიამ როგავა, მარიამ ვარადაშვილი, ანი ზერეკიძე, თეკლა რატიანი, გაგა გაჩეჩილაძე, გიორგი შევარდნაძე და რუსუდან ზამბახიძე.
პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულები ფულადი პრიზებით და ფასდაკლების ბარათებით დასაჩუქრდნენ.