აშშ-ს ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი ილიაუნიში
17 ივნისი, 2013
აშშ-ს ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინდიანას უნივერსიტეტის, რობერტ მაკინის სამართლის სკოლის პროფესორის, ჯორჯ ედვარდსის საჯარო ლექცია ჩატარდა.
ორგანიზატორები იყვნენ: ელსა თბილისის საადვოკატო ბიურო და ილიაუნი. სტუდენტების მხრიდან დაინტერესება ნაკლები იყო, რაზეც ნახევრად ცარიელი აუდიტორია მეტყველებდა. ლექცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.
დღევანდელი პრეზენტაციის მიზანი ქართველი სტუდენტებისთვის ამერიკის შეერთებული შტატებში იურიდიული განათლების ხელშეწყობა იყო.
დამსწრე საზოგადოებასა და მოწვეულ სტუმარს შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა. სამართლის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტის ირაკლი კოჩაძის შეფასებით, "აშშ-ს სამართლის სისტემა არის ძალიან განსხვავებული ქართულისაგან, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მისი გარკვეული ელემენტების გადმოტანა ჩვენთვის".
ლექციის მოსმენის შემდეგ სტუდენტებს საშუალება მიეცათ სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ მოწვეულ სტუმრებთან.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary