საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასთან არსებული სოციალური პროექტები
07 ივნისი, 2014
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასთან არსებული სოციალური პროექტები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომლის მთავარი თემაც იყო რელიგიურ აღმსარებლობათა მიერ წარმოდგენილი სოციალური დაცვის პროგრამები.

შეხვედრა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციული საზოგადოების განვითარების ინსტიტუტის" ორგანიზებით. ღონისძიების სტუმარი იყო საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი.

მთავარეპისკოპოსმა მერაბ გაფრინდაშვილმა შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა იმ სოციალური პროექტების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ახორციელებს საქართველოს მასშტაბით. ამ სოციალურ პროექტებს შორის არის: ერთგვარი დღის ცენტრი მიუსაფარი ბავშვებისთვის (ბავშვებს დღის 2 საათიდან 6 საათამდე შეუძლიათ მისვლა), ბეთელის ცენტრი, იგივე მოხუცებულთა თავშესაფარი, სადაც დღესდღეობით 47 მოხუცებული იმყოფება, წმინდა ნინოს ორდენის სახელობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამ ორდენის დები ყოველდღიურად საქართველოს მასშტაბით 400-მდე ადამიანს უვლიან და სხვა. როგორც მთავარეპისკოპოსმა მერაბ გაფრინდაშვილმა აღნიშნა, არსებული სოციალური პროექტები ხორციელდება ნებისმიერი ადამიანისთვის, მიუხედავად ამ ადამიანის რელიგიური კუთვნილებისა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციული საზოგადოების განვითარების ინსტიტუტის" წარმომადგენელმა თამუნა ბარამიძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა პირველი არ ყოფილა: "ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, ჩვენ ვატარებთ კვლევებს, ვიწვევთ საინტერესო სტუმრებს და, ძირითადად, ეს ხდება შაბათობით. ამ პროექტს ჰქვია სადისკუსიო კლუბი. ყოველთვის ვიკრიბებით, ვესაუბრებით სტუმრებს, კითხვებს ვუსვამთ, დისკუსიებს ვაწყობთ. მაგალითად, წინა შეხვედრის დროს ჩვენი სტუმარი იყო გოგა ხაინდრავა სოფელში დაბრუნების თემაზე. გარდა ამისა, გვყავდა მოწვეული მამა ილია, ამ დროს უფრო აქტუალური იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი".

როგორც სტუდენტმა ნიკა წიქარიძემ აღნიშნა, სადისკუსიო კლუბის შეხვედრას ხშირად ესწრება: "ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ძალიან საინტერესოა, რადგან საინტერესო სტუმრები ჰყავთ ხოლმე და, რაც მთავარია, სხვადასხვა თემის განხილვა მიმდინარეობს, უფრო მეტად სოციალურ თემებს ეხება ხოლმე დისკუსიები, მაგრამ სხვადასვა კუთხით განიხილავენ ამ თემებს. კიდევ იმიტომ მომწონს ეს შეხვედრა, რომ არ არიან ტრაფარეტულები და ტენდენციურები. დღევანდელი შეხვედრა კი საინტერესო იყო, რადგან დღეს მივიღე პირველად ეს ინფორმაცია, რომ ასეთი მცირე ფინანსებით და ასეთი პატარა რელიგიური წარმომადგენლები, როგორიც ბაპტისტები არიან, ასეთ დიდ პროექტებს ახორციელებენ".






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary