"მოლაპარაკების წარმოება სხეულის ენის გამოყენებით"
07 ივნისი, 2014
"მოლაპარაკების წარმოება სხეულის ენის გამოყენებით" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია JCI საქართველოს თბილისის ლოკალური კომიტეტის ინიციატივით საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტი "მოლაპარაკების წარმოება სხეულის ენის გამოყენებით".

JCI თბილისის კომიტეტი დაფუძნდა 2013 წელს. გაერთიანების მიზანია, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ ახალგაზრდებს განვითარებისათვის. გაეროს ათასწლეულის მიზნებიდან არასამთავრობო ორგანიზაციას აღებული აქვს სამი პრობლემა: სიღარიბე და უმუშევრობა, გარემოს დაცვა და საერთაშორისო ურთერთიობები. ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროექტს, როგორიცააა: ,,გავერთიანდეთ სიღარიბის წინააღმდეგ" , ,,JCI არასრულწლოვანი პატიმრების დასახმარებლად".

ტრენინგის ჩატარების მიზანი იყო, სტუდენტებისთვის გაეცნოთ ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც აუცილებელია მოლაპარაკების წარმოებაში.

ტრენინგზე მიწვეულნი იყვნენ: NLP-ს ასოციაციის დამფუძნებელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი, სოციოლოგი, ფსიქოლოგი და PR პროფესიონალი პაატა ჩახნაშვილი და ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტი ელიზავეტა სოლოღაშვილი.

JCI თბილისის ლოკალური კომიტეტის პრეზიდენტის გიორგი კინწურიშვილის თქმით, ეს ტრენინგი გათვლილია საერთაშორისო უთიერთობების სტუდენტებისთვის,რაც მათ დაეხმარებათ გაიღრმაონ ცოდნა დიპლომატიურ ურთიერთობებში, ასევე დაეუფლონ სხეულის ენას: "ჩვენი ტრენინგიდან მონაწილეები თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებასაც. მათ მიეცემათ ქეისები, რომლებიც უნდა წარადგინონ აუდიტორიის წინაშე. მათ შეაფასებენ მიწვეული სპიკერები და შემდეგ გამოავლენენ გამარჯვებულს. გამარჯვებულს საჩუქრების სახით გადაეცემა წიგნები". 

JCI თბილისის საზოგადოებასთან ურთიერთობის ვიცეპრეზიდენტის ინფორმაციით, ,,მსგავსი ტრენინგების ჩატარება დავიწყეთ დაახლოებით ერთი თვის წინ. ეს არის მესამე შეხვედრა. მანამდე ჩატარდა ტრენინგი იურისტებისთვის, შემდეგ კონფერენცია ჩაატარეს ქალთა გაძლიერებაზე და დღეს არის მესამე ტრენინგი, რომელიც ტარდება საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის".

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცათ საერთაშორისო ორენოვანი სერტიფიკატი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary