ლევან ბერძენიშვილის "რუსთაველი და მსოფლიო" ეროვნულ ბიბლიოთეკაში
17 ივნისი, 2013
ლევან ბერძენიშვილის "რუსთაველი და მსოფლიო" ეროვნულ ბიბლიოთეკაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
17 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლევან ბერძენიშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე - " რუსთაველი და მსოფლიო", ანუ რა ადგილი უკავია რუსთაველს მსოფლიო ლიტერატურაში. ღონისძიების ორგანიზატორი იყო "რუსთაველის კლუბი".
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ "რუსთაველის კლუბის" წევრები და სტუდენტები.
"დღევანდელი მოხსენება ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო როგორც სტუდენტისთვის. მან გამოთქვა არაერთი ახალი და მეტად მნიშვნელოვანი მოსაზრება. აგრეთვე, მივიღე ჩემთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები და იმედი მაქვს , რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ დავესწრები მის ლექციებს " - ამბობს ნანი სისაძვე .
"ძალიან გამიხარდა, რომ საჯარო ლექცია რუსთაველის შესახებ ჩატარდა. დიდი სურვილი მაქვს იმ ძველი ტრადიციის აღდგენისა , რომლითაც მომავალი თაობა რუსთაველით იზრდებოდა"- აღნიშა მარიკა გოქაძემ.
ლექცია დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ყველა კითხვას ლევან ბერძენიშვილმა ამომწურავი პასუხი გასცა.
"დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რუსთაველსა და მის მნიშვნელობაზე. რუსთაველი იყო ის ადამიანი, რომელმაც დაგვიმტკიცა , რომ ჩვენ ქართველებს, ყველაფერი შეგვიძლია. ეს არის მსოფლიო დონის მოაზროვნე კაცი. ეს არის დასტური ქართველი ხალხის სიმტკიცისა და სიდიადისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსთაველი ეს იგივე სიტყვაა, რაც საქართველო და პატივი უნდა ვცეთ. რუსთაველი დედაცაა, მამაც და საქართველოც. არავინ არასდროს არ იქნება ასე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, როგორც ეს ადამიანი. რუსთაველი არის მყარი მტკიცებულება, რომ ჩვენ რაღაცას წარმოვადგენთ "- ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary