„არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!“
09 ივნისი, 2014
                                         „არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ანტინარკოტიკული კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ანტინარკოტიკული კამპანიის "არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!" ფარგლებში, უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის ნახატებისა და ესეების კონკურსები ჩატარდა. სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დააჯილდოვა.

ნახატების კონკურსში VII-XII კლასის მოსწავლეებმა ანტინარკოტიკულ თემაზე შესაბამისი სლოგანით ნახატები შექმნეს, მათგან საუკეთესოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამოიფინა. გამარჯვებული ნახატების ავტორებს დიპლომები, სიგელები, ფულადი პრიზები და წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.

ესეების კონკურსის ფარგლებში, VII-XII კლასის მოსწავლეებმა მოკლე ესეები მოამზადეს, რომლებიც საკუთარი სკოლის წარმომადგენლებს გააცნეს. მოსწავლეთა საჯარო გამოსვლის ვიდეოჩანაწერების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომისიამ ორი საუკეთესო ესე გამოავლინა, რომელთა ავტორებიც სამინისტროში ერთწუთიანი მიმართვით - "არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!" სტუმრებისა და ჟიურის წინაშე წარდგნენ. 

სხვდასხვა სამინისტროსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან შექმნილმა ჟიურიმ საჯარო გამოსვლების შეფასების შედეგად I, II, III ადგილზე გასული მოსწავლეები გამოავლინეს და მათ ჯილდოები და საჩუქრები გადასცეს. 

"ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტით. როცა სკოლაში პირველად გვითხრეს ამის შესახებ, დავინტერესდი, დაგვევალა ესეების დაწერა და შემდეგ წარდგენა. აღნიშნული ინიციატივა მისასალმებელია იმ მხრივ, რომ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვერდითაა, ვუთხრათ და გავაგებინოთ, რა საფრთხეებს შეიცავს ნარკოტიკული საშუალებები. ბევრი საინტერესო ესე იყო, თუმცა მიხარია, რომ ჩემი საუკეთესოებს შორის მოხვდა" - აღნიშნა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, თბილისის 22-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოწავლემ თამარ რუსეიშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary