ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელს ახალი ფაკულტეტი დაემატება ფიზიკური აღზრდის მიმართულებით
09 ივნისი, 2014
ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელს ახალი ფაკულტეტი დაემატება ფიზიკური აღზრდის მიმართულებით ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელებს უმასპინძლა.

სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ ყურადღება გაამახვილა ქართული სპორტის ტრადიციებზე. მან ისაუბრა ქვეყანაში სპორტის განვითარების ხელშემშლელ პირობებზე, რომლებიც, მისი თქმით, კვლევის შედეგებმა გამოკვეთა. ქვეყნის ოთხ რეგინში ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და ფოთში უმაღლეს სასწავლებელში ახალი ფაკულტეტი დაემატება ფიზიკური აღზრდის მიმართულებით. მისი თქმით, დღეს მოქმედი მასწავლებლების 62%-ს სპეციალური განათლება არ აქვს. რაც შეეხება მწვრთნელებს, მათი საშუალო ასაკი ხანდაზმულია. როგორც ირაკლი დოლაბერიძემ აღნიშნა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან. მათი ერთობლივი მუშაობით ქართული ჭიდაობა იგეგმება შევიდეს არამატერიალურ კულტურულ ძეგლთა სიაში, რის მაგალითადაც მან ალავერდის ტაძრის ფრესკაზე ჭიდაობის ელემენტების გამოხატვა დაასახელა.

,,აღფრთოვანებული ვარ თქვენი უნივერსიტეტით. მხედველობაში მაქვს ბიბლიოთეკა და მუზეუმი, რომელიც მას აქვს. ძალიან მინდა, აქაც იყოს სპორტი განვითარებული. სპორტი არის უდიდესი სოციალური მოვლენა. სპორტსმენისა და პრეზიდენტის გამოსვლისას ხდება ქვეყნის სიმბოლოების: დროშის აღმართვა და ჰიმნის გაჟღერება. ამიტომ სპორტულ გამარჯვებას სამხედრო გამარჯვების ტოლფასი აქვს ჩვენთვის. ქუთაისი ლიდერია სპორტის განვითარებაში. ქართული სპორტის ბევრი სახეობა სწორედ აქ იღებს სათავეს“ - განაცხადა ირაკლი დულაბერიძემ.

ახალგაზრდობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვახტანგ ასანიძემ ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდული პროგრამების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც, მისი აზრით, თანხვედრაშია ჯანდაცვასთან, განათლებასთან, ეკოლოგიასა და თავდაცვასთან. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა მინდია ოკუჯავამ ისაუბრა სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელთაგან აღსანიშნავია შოთა რუსთაველის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები, რომლებიც მეცნიერულ თემებს მოიცავს. ასევე ისაუბრა დოქტურანტურის კუთხით დაგეგმილ პროექტზე, რაც გულისხმობს 3 წლის განმავლობაში სასწავლო-კვლევითი გრანტის მოპოვებას, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს  საგანმანათლებო პროგრამის მიერ გათვალისწინებულ ხარჯებს, ასევე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას. მან უნივერსიტეტს უფრო მაღალი ხარისხის აქტიურობისკენ მოუწოდა.

„დამაინტერესა სპორტის ფაკულტეტის დამატებამ უნივერსიტეტებში. ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, რადგან საუბარი იყო ჩვენთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“ - გვითხრა სტუდენტმა ონისე ჯანაშია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary