ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე
09 ივნისი, 2014
ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბრიტანეთის საბჭოს, ბრიტანეთის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების, როგორც მომავალი ლიდერების, ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირისა და მასთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ.

ამ პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს, უელსის პარლამენტის სპიკერს დეიმ როზმარისა და ბრიტანულ-ქართულ სავაჭრო პალატის დამფუძნებელ დირექტორს მაკო აბაშიძეს. 

ალექსანდრა ჰოლ ჰოლის განცხადებით, ბრიტანეთის საელჩო ყოველ წელს აღნიშნავს ინგლისის დედოფლის დაბადების დღეს და ყოველ წელს ცდილობს, რაიმე განსაკუთრებული გააკეთოს, ამ წელს კი მან ეს მოვლენა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების დადებასთან სიახლოვეს დაუკავშირა და შემეცნებითი შეხვედრის გამართვა გადაწყვიტა. 

ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა აუდიტორიას წარუდგინა უელსის პარლამენტის სპიკერი დეიმ როზმარი, რომელმაც საზოგადოებას მცირე ინფორმაცია მიაწოდა უელსზე და ამით ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უელსს ბევრი საერთო აქვს, გაუზიარა თავისი გამოცდილება ევროკავშირის შესახებ და ისაუბრა იმ პრივილეგიებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრობას მოსდევს თან. 

"ძალიან შთამბეჭდავია ახალგაზრდების ინგლისურის ცოდნის დონე და მათი დაინტერესება ევროკავშირით. იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია, საქართველო საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია" - განაცხადა დეიმ როზმარიმ. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა. შეხვედრა კი უელსის მომღერალთა გუნდმა ბრიტანეთიდან დახურა ქართული სიმღერით "ჩემო ციცინათელა".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary