კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში დებატები გაიმართა დამოუკიდებელ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან თემაზე - "ქართული სახელმწიფოს ფუნქცია, საქართველოს ადგილი და როლი თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურაში".
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტების სასწავლო კურსის "პოლემიკის ოსტატობა" ფარგლებში.
დებატების განმავლობაში საუბარი იყო ქართულ პოლიტიკასა და მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთობებით გამოწვეულ პროცესებზე, რომელიც მუდმივად რჩება ადამიანთა ინტერესის სფეროდ, ვინაიდან მათი დამოკიდებულება განაპირობებდა და განაპირობებს მსოფლიო ისტორიის განვითარებას.
როგორც სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა: "ძალიან კარგი იქნებოდა დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში ხშირად იმართებოდეს მსგავსი დებატები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქართული პოლიტიკური აზროვნების განვითარებას. მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით და დავრწმუნდი, რომ მოაზროვნე თაობა მოდის. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტს, რათა მომცა საშუალება, შევხვედროდი სტუდენტებს და მესაუბრა მათთან ასეთ საინტერესო თემებზე".
დებატებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიაში და ბევრი კითხვა დაისვა. სტუდენტ ნინო ენდელაძის თქმით: "ჩემთვის ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა დებატებმა და ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაცია მოვისმინე, რომელზედაც აქამდე არ მიფიქრია. ბატონმა სოსომ კარგად დაგვანახა საქართველოს როლი მსოფლიო პოლიტიკის შენებაში და თუ რა გავლენას ახდენს ამ ყველაფერზე ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ვისურვებდი, ხშირად შემძლებოდეს მსგავს დებატებზე დასწრება".