იაპონელი მევიოლინის კონცერტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
10 ივნისი, 2014
იაპონელი მევიოლინის კონცერტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონელი მევიოლინე ქენ აისო ეწვია.

დღევანდელ კონცერტს ორგანიზება გაუწია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრმა.
ქენ აისო მსმენელის წინაშე სოლო რეპერტუარით წარდგა. მან შეასრულა ბახის ცნობილი ნაწარმოებები, ასევე ბოლივიური სამბა, იაპონური ხალხური მუსიკა. ქენ აისოსთან ერთად მსმენელის წინაშე გამოვიდა ეთნომუსიკოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ნანა მჟავანაძე, რომელმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა თავისი რეპერტუარიდან, მას აკომპანემენტი ქენ აისომ გაუკეთა. 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი საღამოების გამართვა და ხშირადაც ვმართავთ, რადგან მივიჩნევთ, რომ ჩვენი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია მაღალი კლასის მუსიკოსების მოსმენა. ჩვენ გვსტუმრობს არამარტო ბატონი ქენი, არამედ ამერიკის საელჩოს მიერ მოწვეული მაღალი რანგის მუსიკოსები, რომლებიც მასტერკლასებს ატარებენ ჩვენთან" - განაცხადა მუსიკის ცენტრის დირექტორმა მარინა ადამიამ. 

მუსიკის ცენტრი 5 წელია რაც დაარსდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს მისი საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამები და მუშაობენ სამაგისტრო პროგრამის შექმნაზე. აქვთ შვიდი მიმართულება, მათ შორის ელექტრო-აკუსტიკური მუსიკა, შექმნილია სასწავლო ელექტრო-აკუსტიკური სტუდიაც. მუსიკის ცენტრის მიერ შექმნილი პროგრამით სტუდენტებს შეუძლიათ, შეისწავლონ ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკაც და დაეუფლონ მსოფლიო მუსიკასაც.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary