დასაქმების ახალი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის
11 ივნისი, 2014
           დასაქმების  ახალი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საყოველთაო აღწერა 2014-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მერი დაუშვილმა სტუდენტებს გააცნო აღწერის მნიშვნელობა, რომელიც 5-13 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება: "შინაარსობრივად საინტერესოა მოსახლეობის აღწერა იმიტომ, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა, ზოგადად, ყველა დონეზე გავიგოთ ჩვენი ის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობა, რაც არის ქვეყანაში და რაც მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ სხვადასხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ, სამინისტრომ დაგეგმოს თავისი პრიორიტეტები. მან სტუდენტებს ასევე განუმარტა, რომ აღწერისას ყურადღება გამახვილდება რამდენი მოსახლეა ქალი, რამდენი მამაკაცი, სტუდენტი, როგორია მათი საცხოვრებელი პირობები, დაფინანსების წყაროები, ყოველივე ის, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისთვისაა აუცილებელი.

თამარ სანიკიძემ განმარტა მემორანდუმის მნიშვნელობა: "ჩვენ გავაფორმებთ მემორანდუმს, რომლის ფარგლებში გავითვალისწინებთ უნივერსიტეტების მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს სტუდენტებზე და ამასთანავე ჩვენ შევთავაზებთ, დასაქმდნენ ამ პროგრამის ფარგლებში. ეს არის კარგი შესაძლებლობა თითოეული სტუდენტისთვის, ეს არ მოიცავს რამდენიმე სტუდენტის დასაქმებას, ასე რომ იყავით, დარჩით აქტიურები და გილოცავთ ამ შესაძლებლობას".

სტუდენტებსა და მინისტრს შორის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, კითხვები, ძირითადად, შეეხებოდა სოციალურად დაუცველი ადამიანების სწავლის დაფინანსებას, სტუდქალაქის აშენებას, ასევე პროფესიულ განათლებას.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გამოყოფილია 8 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება შენობის რეაბილიტაციას, ლაბორატორიების შექმნას.

სტუდენტ ანა ქიტესაშვილის თქმით: "მსგავსი შეხვედრა ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, რადგან არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია. სწორედ ასეთი შეხვედრიდან შეგვიძლია, გავიგოთ, თუ რას ენიჭება პრიორიტეტი, რა ახალი გზები იხნება სტუდენტებისთვის. ყველა შესაძლებლობა ამ ეტაპისთვის ჩვენთვის საინტერესოა".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary