გიორგი ბაქრაძის შეხვედრა ახალგაზრდებთან
11 ივნისი, 2014
გიორგი ბაქრაძის შეხვედრა ახალგაზრდებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე ახალგაზრდებს შეხვდა და საჯარო ლექცია გამართა თემაზე - მსოფლიო ეკონომიკური ისტორია.

მომხსენებელმა ისაუბრა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ეტაპებზე, ინდუსტრიულ რევოლუციასა და მის გამომწვევ მიზეზებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, ევროპასა და აზიას შორის არსებულ განსხვავებებზე.

საქართველოს ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ინდუსტრიული რევოლუციის მდგრადობის მიზეზი საერთაშორისო ვაჭრობაა, რომელიც ზრდის ქვეყნის შემოსავალს. ლექციის ფარგლებში მან ასევე ისაუბრა დიდ ბრიტანეთზე, როგორც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ (ეკონომიკური თვალსაზრისით) სახელმწიფოზე: ,,ინგლისი აძლიერებდა თავის კოლონიებს, თავდაპირველად ნებისმიერი ტიპის საქონელი კოლონიებიდან ინგლისში იგზავნებოდა, სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დისტრიბუტორი იყო მთელი დასავლეთი ევროპისთვის, რამაც მისი ეკონომიკური მდგრადობა განაპირობა".

ლექციის მსვლელობისას მან ხაზი გაუსვა ,,დიდ ნაპრალს" ევროპისა და აზიის ცხოვრების დონეს შორის, მისი თქმით, ევროპის უპირატესობა გროვდება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე და იგი მოიცავს შემდეგ ფაქტორებს: განათლება, რელიგიური ტოლერანტობა, სამხედრო წარმატებები.
შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებით მიემართათ გიორგი ბაქრაძისთვის და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

,,ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ბატონ გიორგისთან შეხვედრა, ვინაიდან ბევრი ღირებული ინფორმაცია მივიღე მისი ლექციის საშუალებით, განსაკუთრებით გამიტაცა გამოგონებებმა და, ზოგადად, ტექნოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებულმა საკითხებმა" - გვითხრა ქეთი შუკვანმა.

,,ლექციის საშუალებით ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია გავიგე, გიორგი ბაქრაძემ ფართოდ განიხილა დასავლეთ ევროპის განვითარების ზრდის ტემპის განმაპირობებელი ფაქტორები, აზიის ჩამორჩენის მიზეზები ეკონომიკური მაჩვენებლით, ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ ლექციით და თუ კიდევ გაიმართება მსგავსი ტიპის ღონისძიება, აუცილებლად დავეწრები" - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა ანი გვაძაღუამ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary