გიორგი ქორიძის ლექცია ილიაუნში
11 ივნისი, 2014
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტიუბინგენის უნივერსიტეტის დოცენტმა გიორგი ქორიძემ ლექცია წაიკითხა.

დღევანდელი შეხვედრა იყო პირველი იმ ექვსდღიანი ინტენსიური კურსისა, რომელსაც ფილოსოფოსი შემდგომი დღეების განმავლობაში გააგრძელებს. 

ლექციაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის იყო შესაძლებელი, ამიტომ სტუდენტების გარდა უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, როგორც აღმოჩნდა, "ინტერნაციონალობისა და უნივერსალიების თემა" ბევრისთვის არის საინტერესო.

ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრის ვალერი ოთხოზორიას თქმით: "დღეს ვესწრები ლექციას, რადგან არ მინდა ეს შანსი გავუშვა ხელიდან. მსურს, მეტი გავიგო თანამედროვე მიდგომებისა და მოსაზრებების შესახებ. რამდენიმე დღეში ვხდები ფსიქოლოგიის მაგისტრი და ვაპირებ სწავლა ფილოსოფიის განხრით დოქტურანტურაში გავაგრძელო. ეს რომ არ იყოს, თავად თემაა ძალიან საინტერესო და ის, რომ შედარება გაკეთდება შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ანალიტიკურ ფილოსოფიას შორის".

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary