ფილმის „ქუჩის დღეები“ ჩვენება ეროვნულ ბიბლიოთეკაში
18 ივნისი, 2013
ფილმის „ქუჩის დღეები“ ჩვენება ეროვნულ ბიბლიოთეკაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლევან კოღუაშვილის ფილმის "ქუჩის დღეების" ჩვენება შედგა.
ჩვენება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსელთა ორგანიზებით გაიმართა. როგორც ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ხატია მაღლაკელიძემ აღნიშნა, მსგავსი ჩვენებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, პროგრამა თავისუფალია და ყოველი ჩვენების შემდეგ დისკუსიები იმართება, რომელსაც, ძირითადად, სტუდენტები ესწრებიან.
ლევან კოღუაშვილის ეს ფილმი ქართულ რეალობას ასახავს. როგორც რეჟისორმა თქვა, მისთვის ეს თემა - ნარკომანია - ძალიან ახლო და მტკივნეული იყო: "ეს იყო მსხვერპლი, რომელიც ქვეყანამ გაიღო. ფილმში არის დაღლილი, შელახული კეთილშობილება. მინდოდა, მეჩვენებინა "საწყალი ტიპი", რომლის მიბაძვის სურვილიც არავის გაუჩნდებოდა და არანაირ სიმპათიას გამოიწვევდა მაყურებელში". რეჟისორმა "ქუჩის დღეებს" ყავისფერ–ლურჯი ფილმი უწოდა, რომლითაც ეცადა, თავისი დაკარგული თაობის ტრაგედია ეჩვენებინა. მან ასევე გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებს, ისაუბრა ფილმის გადაღების ტექნიკურ დეტალებსა და მსახიობების შერჩევის პროცესზე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary