“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“
12 ივნისი, 2014
      “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე" - ამ სახელწოდებით აქცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 11 საათზე დაიწყო.

შეგროვილი სისხლი მოხმარდება მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში არსებულ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. 

გავესაუბრეთ სისხლის ბანკის საზოგადოებასთან ურთიერობის კოორდინატორ თათია ვაჭირიძეს, რომელმაც აღნიშნა: "სტუდენტების ნაკლებობას განვიცდით, რაც სამწუხაროა". სისხლის ბანკი უკვე მეორედ ეწვია ტექნიკურ უნივერსიტეტს. როგორც აღმოჩნდა, წინა ვიზიტი აქტივობის მხრივ უფრო გამოირჩეოდა. ორგანიზატორების განცხადებით, ამ უნივერსიტეტის მხრიდან აქამდე ყოველთვის პასიურობა შეინიშნებოდა.

სტუდენტ მარიამ მესხის თქმით: "მგონია, რომ ჩემი გაღებული სისხლით გადავარჩენ ადამიანს, სწორედ ამ მოტივით ვარ მოსული".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary