საქველმოქმედო კონცერტი გიორგი კოპაძის დასახმარებლად
12 ივნისი, 2014
საქველმოქმედო კონცერტი გიორგი კოპაძის დასახმარებლად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საინიციატივო ჯგუფმა შშმ ადვოკატირებისთვის და ახალგაზრდუმა მედიაკავშირმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მუშტაიდის ბაღის ამფითეატრში გამართა შშმ პირთა კვირეულისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო-ინტეგრირებული კონცერტი.

,,ჩვენი კონცერტით გვინდა, დავამტკიცოთ, რომ შესაძლებლობა შეუზღუდავია, შშმ პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და მათაც ნებისმიერი საქმის კეთება შეუძლიათ" - აღნიშნა ღონისძიების წამყვანმა ნინო ღაღანიძემ.

კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ შშმ პირები და ესტრადის ვარსკვლავები. შემოსული თანხა კი გადაეცემა 13 წლის გიორგი კოპაძეს, რომელიც დაავადებულია იუვენილური რევმატოიდული ართრიტით.

,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვეხმარები გიორგი კოპაძეს და მგონია, რომ ეს პირველი და უკანასკნელი კონცერტი არ იქნება, კიდევ ბევრჯერ გაიმართება მსგავსი ტიპის ღონისძიება" - განაცხადა მომღერალმა მარიამ ჩაჩხიანმა.

,,დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა დავეხმაროთ 13 წლის გიორგი კოპაძეს, მოხარული ვარ, რომ ტარდება ასეთი საქველმოქმედო საღამოები, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო უნდა გავაქტიურდეთ, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუწოდოთ დახმარების ხელი" - გვითხრა თათია ცერცვაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary