დისკუსია აფხაზეთის თემაზე
12 ივნისი, 2014
დისკუსია აფხაზეთის თემაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ოფისში ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის "თავისუფალი თაობა საქართველოსთვის " ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა და დისკუსია საქართველოსა და აფხაზეთის თვითაღიარებული ავტონომიური რესპუბლიკის ურთიერთობის ისტორიასა და მის შესაძლო განვითარებების შესახებ.

შეხვედრა ინგლისურ ენაზე წარიმართა და ძირითადი თემა იყო კონფლიქტის დასაწყისი, სადაც განიხილეს საბჭოთა კავშირის დროს მცირერიცხოვან ერებში ნაციონალიზმისა და ეროვნული თვითშეგნების წინა პლანზე წამოწევის საკითხი, ასევე აფხაზეთის პოლიტიკური დინამიკა და საარჩევნო გარემო 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში. დისკუსიაზე ხაზი გაუსვეს აფხაზეთში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების: ქართველების, სომხების, რუსების როლს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების განვითარებაში. 

ოფიციალური პოლიტიკური ურთიერთობების გარდა, მომხსენებლები შეეხნენ აფხაზებისა და ქართველების პიროვნულ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ და ამ ურთიერთობების დათბობის გზებზეც იმსჯელეს. 

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary