უცხოელები სტუდენტების ინტეგრაციის პროცესი ქართულ საზოგადოებაში
13 ივნისი, 2014
უცხოელები სტუდენტების ინტეგრაციის პროცესი ქართულ საზოგადოებაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მასტერფის საქართველოსა და კაინექსის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ,,მრგვალი მაგიდა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის #2“. შეხვედრის მთავარი თემა იყო უცხოელი სტუდენტებისა და,ზოგადად, უცხოელების ინტეგრაციის პროცესი ქართულ საზოგადოებაში.

შეხვედრა, ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, უცხოელ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ იმ სირთულეებზე, რომელსაც აწყდებიან მათთვის უცხო გარემოში: სალაპარაკო ენა, საკვები, სამუშაო, ბინით უზრუნველყოფა, გასართობი ღონისძიებების, აქტივობების ნაკლებობა რელიგიასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, პირველი პრობლემა, რომელმაც მეტად შეაძრწუნა ისინი საქართველოში ჩამოსვლისას, იყო კულტურული შოკი.

,,ჩვენ გვაწუხებს დასაქმების პრობლემა, მიზეზი ამისა კი ენის ბარიერია”- აღნიშნა ინდოელმა სტუდენტმა.
,,ხშირად გვექმნება პრობლემა ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით, როცა იგებენ, რომ სხვა ეროვნების ვარ, ფასს უმატებენ და უფრო მეტს მთხოვენ”- განაცხადა აფრიკელმა სტუდენტმა.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმატიული აღმოჩნდა, გარდა გარკვეული სირთულეებისა და არსებული პრობლემებისა, უცხოელმა სტუდენტებმა დაასახელეს მათთვის ღირებული რამ, რასაც ისურვებდნენ, რომ ჰქონოდათ საკუთარ ქვეყანაში, მათ ჩამონათვალში აღმოჩნდა: ფეიბოქსის აპარატები, ინტერნეტი (მათი თქმით, ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია სწრაფი ინტერნეტი) და საპატრულო პოლიცია.

,,ჩვენი ძირითადი მიზანია ხელშეწყობა უცხოელი სტუდენტებისთვის, რომ მათ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ქართულ საზოგადოებაში. დღეს სტუდენტებმა დაასახელეს ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებთ მათ, ესენია: ენის ბარიერი, რადგან სწორედ ამიტომ უჭირთ მათ ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობა, მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს საკვებზე, რაც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ყველა ქვეყანას თავის სამზარეულო აქვს და ამასთნ შეგუება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მესამე ძირითადი პრობლემა იყო ვიზებთან დაკავშირებული საკითხი, ბევრმა მათგანმა ვერ შეძლო ვიზის აღება. ჩვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ვაპირებთ დავწეროთ რეკომენდაციები, ანგარიშები და შემდეგ გადავუგზავნოთ სხვადასხვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რათა მოვახერხოთ უცხოელი სტუდენტების პრობლემათა აღმოფხვრა”- გვითხრა პროექტის ერთერთმა ორგანიზატორმა ლევან გორგაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary