მან-სან-კანის ჩემპიონატი
13 ივნისი, 2014
მან-სან-კანის ჩემპიონატი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში საუნივერსიტეტო მან-სან-კანის ჩემპიონატი ჩატარდა სლოგანით ,,გვენატრება მან-სან-კანი“. მონაწილეობდა 4 გუნდი: აწსუ-ს გუნდი ,,ადრენალინი“, თბილისის აგრარული უნივერსიტეტის გუნდი ,,კაკი და კაი ბიჭის და“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი ,,კოზანოსტრა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის გუნდი ,,კრედიტორები“. ნახევარ ფინალში გადავიდა ,,ადრენალინი“ და ,,კოზანოსტრა“, რომელიც ხვალ გაიმართება იმავე დროსა და ადგილას. ფინალი გაიმართება 26 ივნისს, სადაც გამოვლინდება საუკეთესო მონაწილე და გამარჯვებული გუნდი, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს. ღონისძიება მიჰყავდა ნიკა მახვილაძეს. ჟიურში იყვნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის უფროსი კახა კუპატაძე, იმერეთის მან-სან-კანის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ხურციძე, ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე და ,,პიკასოს ბიჭების“ წევრი გია ტაბიძე.
,,დიდი ხანია საქართველოში მან-სან-კანი არ ჩატარებულა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამოვიჩინეთ ინიციატივა, ჩაგვეტარებინა საუნივერსიტეტო მან-სან-კანის ჩემპიონატი საქართველოს მასშტაბით. მოვიწვიეთ თბილისის უნივერსიტეტების გუნდებიც: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი და ჭიათურის ინსტიტუტი. გასულ კვირას ჩავატარეთ გამოკითხვა, რის შედეგადაც ყველაზე დიდი ინტერესი სტუდენტებმა ამ ღონისძიებაზე გამოთქვეს. ამის საფუძველზე გადავწყვიტეთ ორგანიზება გაგვეწია დღევანდელი დღისთვის, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ვფიქრობ მსგავსი ღონისძიებები ოპტიმალური პირობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს ახალგაზრდებში“- განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა რატი ხუჯაძემ.

,,კმაყოფილი ვარ შედეგით. შეიძლება ითქვას მეტიც შეიძლებოდა. თუმცა ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, იმედია ფინალი ღირსეული გამოვა. საბოლოო ჯამში, სტუდენტების ოვაციებიდან და კმაყოფილებიდან გამომდინარე კარგი ღონისძიება გამოვიდა. ინიციატივისთვის მადლობას ვუხდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას“- განაცხადა ,,ადრენალინის“ მონაწილემ დათუნა ფურცხვანიძემ.

ღონისძიების შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ჯგუფ ,,ფრანისა“ და ,,ყველას“ კონცერტი გაიმართა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary