ღია კარის დღე თავისუფალ უნივერსიტეტში
14 ივნისი, 2014
                ღია კარის დღე თავისუფალ უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თავისუფალ უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა MBA-სა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ოპერაციების მენეჯმენტში MBA in OM-ის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მომავალ მაგისტრანტებს საშუალება მიეცათ, დაესვათ კითხვები და პასუხები მიეღოთ თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორებისგან.
შორენა ბართაია ერთ-ერთი სტუმარი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს და ის თემები, რაც შეხვედრაზე განიხილეს, მისთვის საინტერესო იყო. 

პროფესიულ და სასწავლო პროგრამების გაყიდვების მენეჯერ თეა ხინჩაგაშვილის თქმით, "დღევანდელი პრეზენტაცია ჩატარდა იმიტომ, რომ ჩვენს სამაგისტრო პროგრამებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. სტუმრების უმრავლესობას ბევრი კითხვა ჰქონდა, მათ სურდათ დეტალური ინფორმაციის მიღება. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრიდან მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს".

აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary