წიგნის „მიყვარხარ“ პრეზენტაცია
14 ივნისი, 2014
             წიგნის „მიყვარხარ“ პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ახალგაზრდა პოეტ რეზი ქინქლაძის წიგნის "მიყვარხარ" პრეზენტაცია გაიმართა.

რეზისთვის ეს მეორე კრებულია. მისი ლექსები მეგობრებმა, ცნობილმა მსახიობებმა და მომღერლებმა წარადგინეს: გიგი wonder, რომელიც საღამოს მუსიკალურად აფორმებდა, ასევე ლაშა ღლონტი, ანი ღლონტი, ბექა ბროლაძე, ნაირა გელაძე, ია სუხიტაშვილი, ლევან ხურცია, გიო შალამბერიძე, ვახო ჩაჩანიძე, ნატო სულხანიშვილი (ბაბილინა), ნატო გაგნიძე.

თითოეულმა მათგანმა დამსწრე საზოგადოებას რეზის თითქმის ყველა ლექსი წარუდგინეს.

"პირველად ლექსი 13 წლის ასაკში დავწერე, რომელიც გალაკტიონს მივუძღვენი. 14 წლისამ ჩემი ხელით გავაკეთე პირველი კრებული, ჩემი ხელით შევკარი ფურცლები და კრებულს ჩემი სახელი და გვარი დავაწერე. შემდეგ რატომღაც მას "სამყარო" დავარქვი. ეს სერიოზულად არავის აღუქვამს. მოხდა ისე, რომ 15 წლისამ მეორე კრებული გავაკეთე, შიგნით ახალი ლექსები ჩავწერე, რომელსაც არსად ვკითხულობდი და არც გამჩენია სურვილი თუნდაც ოჯახში წაკითხვისა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბებიას ვაკითხებდი, რომელიც პროფესიით ფილოლოგი იყო. წერდა ძალიან ლამაზად და მეგობრობდა ბევრ ცნობილ პოეტსა და მწერალთან. თუ რამე არასწორად და შეცდომით მეწერა, მისწორებდა. ამბობდა, რომ ჩემი "ნაჯღაბნი" ძალიან შორს იყო ნამდვილი პოეზიისგან, მაგრამ მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ წერისთვის თავი არ დამენებებინა. გრძნობდა, რომ ბავშვურად მეამაყებოდა ორი წიგნის ავტორი რომ ვიყავი" - აღნიშნა რეზი ქინქლაძემ. 

ახალგაზრდა პოეტის ლექსების უმრავლესობა სიყვარულს ეძღვნება. საღამოს დასასრულს პოეტმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary