დასაქმების გამოფენა ილიაუნიში
18 ივნისი, 2013
დასაქმების გამოფენა ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს IBSCC ილიაუნის ბიზნეს სკოლის კარიერის ცენტრმა და HR გილდიამ სემესტრი გრანდიოზული პროექტით დაასრულეს. E კორპუსის უნიფუდის დარბაზში დასაქმების გამოფენა (job far) მოეწყო. მოწვეული იყო 13 კომპანიის HR მენეჯერები, რომლებმაც სხვადასხვა ვაკანსია შესთავაზეს სტუდენტებს. მათ ერთი დღის განმავლობაში დასაქმების 13-ზე მეტი შანსი მიეცათ.

დასაქმების მსურველ სტუდენტებს შეეძლოთ, მიეტანათ საკუთარი CV სასურველი კომპანიის მენეჯერთან. დასაქმების მსურველი სტუდენტების რიცხვი საკმაოდ დიდი იყო. ''ასეთი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ხშირად, რადგან სტუდენტებს ძალიან გვსურს დასაქმება და ეს ჩვენთვის კარგი შანსია" - განაცხადა ანგლისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა სალომე თაბუნიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary