ქეთევან შენგელიას პოეზიის საღამო და კრებულის პრეზენტაცია
18 ივნისი, 2014
ქეთევან შენგელიას პოეზიის საღამო და კრებულის პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ ქეთევან შენგელიას პოეზიის საღამო და მისი ახალი პოეტური კრებულის ,,ასი ლექსი“ პრეზენტაცია გაიმართა.

პოეტის ლექსები თარგმნილია რამდენიმე ენაზე. როგორც ქეთევან შენგელიამ აღნიშნა, იმერული წარმომავლობის გამო ქუთაისი მისთვის გამორჩეულია და აქ სტუმრობაც მისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა.

,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებთან შეხვედრა. ქუთაისი ლიტერატურული თვალსაზრისით გამორჩეული ქალაქია. სწორედ აქ დაირწა პირველად მე-20 საუკუნის სიმბოლისტების აკვანი. ვეცადე, ჩემს პოეზიაში გამეერთიანებინა ბუნების, სიყვარულის, სამშობლოს, ფილოსოფიისა და ისტორიის თემა. ცოტა ხნის წინ მწერალთა სახლში მქონდა შეხვედრა აუდიტორიასთან. მომავალში ვგეგმავ კახეთში, კერძოდ ახმეტაში, მსგავს ლიტერტურულ საღამოს“ - განაცხადა ლიტერატურათმცოდნემ ქეთევან შენგელიამ. 

მან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას თავისი რამდენიმე წიგნი და ,,ვეფხისტყაოსნის“ მე-18 საუკუნის გამოცემა აჩუქა.

პრეზენტაციაზე მასთან ერთად იმყოფებოდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თამთა თურმანიძე, რომელმაც ასეთი შეფასება გააკეთა: ,,ქეთი არის ქართული პოეზიის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი. მისი პოეზია მდიდარია მგრძნობელობითი და შემოქმედებითი ელემენტებით. ასევე ფართოა მისი შემოქმდებითი სფერო ხელოვნების ისტორიაში, დრამატურგიასა და არქიტექტურაში. შესაბამისად, ძალიან საინტერესო საღამო გამოვიდა“.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary