დაამარცხე გრავიტაცია
18 ივნისი, 2014
     დაამარცხე  გრავიტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური შეჯიბრი “Red Bull Gravity Challenge”  გაიმართა.

ერთმანეთს ოცდახუთი ჯგუფი სამკაციანი შემადგენლობით ეჯიბრებოდა.

მონაწილეებს ნიუტონის კანონის დამარცხება ჰქონდათ დავალებად. თორმეტი მეტრის სიმაღლიდან კვერცხი ისე უნდა გადმოეგდოთ, რომ მიწაზე უვნებელი დაშვებულიყო.

შეჯიბრის მიზანი ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების აღმოჩენა იყო, რომლებიც თავის ორიგინალურობასა და გამომგონებლობას კვერცხის საფრენი აპარატის კონსტრუქციის შექმნით გამოავლენდნენ. კონსტრუქციებში აიკრძალა მექანიკური, ელექტრო, შუშის, ზეთის, ფეთქებადი და ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და ასევე მის წონას ხუთი კილოგრამისათვის არ უნდა გადაეჭარბებინა. 

ერთ-ერთი გუნდის მონაწილის გიორგი გელაშვილის თქმით: “ჩვენი კონსტრუქცია პლასტმასის, ძაფის, გუბკის, რკინისა და თავად კვერცხისაგან შედგება. ასევე აქვს პარაშუტის ფორმის მოწყობილობა თავზე, რომელიც იმედი გვაქვს, მის დაშვებას შეანელებს და გამარჯვების მეტ შანსს მოგვცემს”.

შეჯიბრი, დაახლოებით, ორი საათისა და ორმოცი წუთის განმავლობაში გაგრძელდა და წარმატებულმა მონაწილეებმა შემდეგი სამი პოზიცია და შესაბამისი პრიზები გადაინაწილეს:

I ადგილი – 600 ლარი
II ადგილი – 450 ლარი
III ადგილი - 300 ლარი


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary